კონსტანტინოპოლი: რუსეთის ეკლესიას ჩვენგან ავტოკეფალიის ტომოსი არასდროს მიუღია!
კონსტანტინოპოლი: რუსეთის ეკლესიას ჩვენგან ავტოკეფალიის ტომოსი არასდროს მიუღია!
"თუ შევხედავთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, ვნახავთ, რომ 1448 წელსა მათ თვით-გამოაცხადეს ავტოკეფალია,
როცა მოსკოვში აირჩიეს მიტროპოლიტი იონა - დამოუკიდებლად, მსოფლიო საპატრიარქოს თანხმობის გარეშე. ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლისაგან ავტოკეფალიის ტომოსი არასდროს მიუღია! 1589-1590 წლებში, მსოფლიო პატრიარქმა იერემია მეორემ, უბრალოდ სიტუაციის ნორმალიზებას მიმართა - აღიყვანა მოსკოვის კათედრა საპატრიარქო პატივში და მოსკოველ ეპისკოპოსს ნება დაერთო მოხსენებულიყო პატრიარქად, იმ პირობით, რომ მას უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც "თავი და პირველი" - ასეა ნათქვამი სიგელში " - ეს გახლავთ ამონარიდი ტელმესოს არქიეპისკოპოსის, იობის ინტერვიუდან. შევეცდებით, ახლო მომავალში ეს ინტერვიუ სრულად შემოგთავაზოთ.
წყარო
ბეჭდვა
1კ1