მეუფე იაკობი - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია
მეუფე იაკობი - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ერთმანეთში მსოფლიო საპატრიარქომ და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ამ გადაწყვეტილებას დაელოდება. მეუფე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის უფლება აქვს.

"ცოტა ხანი დავაცადოთ. მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავად გადაწყვეტენ ერთმანეთში. ეს შეიძლება ისე იყოს, დომინოს პრინციპით, სხვებსაც გადაედოს. რუსეთზე საკმაოდ დიდი დარტყმაა. ამიტომ წუხან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიკრიბება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, თუმცა აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იმსჯელებენ.
ბეჭდვა
1კ1