ლევან ცაბაძე: მოვკვდებოდი, კარიერას დავამთავრებდი და მამათმავლობის სიმბოლოს არ გავიკეთებდი
ლევან ცაბაძე: მოვკვდებოდი, კარიერას დავამთავრებდი და მამათმავლობის სიმბოლოს არ გავიკეთებდი
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაგბში ლევან ცაბაძე წერს:
გავიკეთებდი თუ არა ლგბტ სამკლაურს?
როგორ გეკადრებათ, ამ კითხვის დასმაც კი შეურაცხმყოფელია ჩემთვის.
როდესაც მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე საქართველოს ნაკრების კვართით გავდიოდით ყველას თავი დიდგორის ბრძოლაში დავითის ლაშქრის წევრი გვეგონა და ამიტომაც ვიგებდით ბრძოლას.
მე ზურგს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები მიმაგრებდნენ და ახლა ლგბტ სამკლაურიანი რაგბისტი რა ბრძოლას მოიგებდა?
კლუბს და ფედერაციას კი არა, გაერო-ს რომ დაევალებინა მოვკვდებოდი, კარიერას დავამთავრებდი და მამათმავლობის სიმბოლოს არ გავიკეთებდი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს რელიგიას, ტრადიციებს და ქართველობას!!!" - წერს ლევან ცაბაძე.
ბეჭდვა
1კ1