ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე გურჯაანში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა
ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე გურჯაანში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა
ქართული გალობის მოამაგეების, ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე გურჯაანში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა.
კარბელაშვილების კილო აგუგუნებდა მთავარანგელოზის ტაძარს. მგალობლები ჩამოსული იყვნენ თელავიდან, თბილისიდან, გურჯაანიდან.

ძმები კარბელაშვილები საქართველოსთვისა და ქართული ეკლესიისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში მონაწილეობდნენ. მათი შრომით შემოგვრჩა აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო გალობის კილო, მთელი ცხოვრება იბრძოდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
პოლიევქტოს კარბელაშვილის წმიდა ცხედარმა მთავარანგელოზის ტაძარის ეზოში დაივანა.

KARIBCHE
მთავარანგელოზის ტაძარი აშენებულია მე-18 საუკუნეში - ერეკლეს დროს, აქ ინახებოდა ერეკლეს ნაჩუქარი ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, რომელიც მოიტაცეს ლეკებმა შემოსევისას, ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ილია ჭავჭავაძე გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს.
ტაძარში ყოფილა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სწირავდნენ ოქროს ბეჭდებს და სხვა ძვირფასეულობას.

გაზეთში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ტაძარი არის " მრევლმრავალი" და ჰყავს შერეული გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ლევან მუღალაშვილი, შემდგომში დიაკვანი ლევანი.
ტაძრის გვერდზე ყოფილა დიდი მუხა, რომლის ქვეშ მდგარა სკამები და იქ ატარებდა მამა პოლიევქტოსი მრევლის დღეებს.

ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა დედა რაქილმა, რისთვისაც დიდად ვმადლობთ.
ბეჭდვა
1კ1