პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის ტაძარში მისი სახელმდები ხატის ვიტრინა-კიოტის პროექტზე მუშაობა დაიწყო
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის ტაძარში მისი სახელმდები ხატის ვიტრინა-კიოტის პროექტზე მუშაობა დაიწყო
ანჩისხატის ტაძარში სიგნალიზაციის დამონტაჟების შემდეგ, მისმა უწმიდესობამ ილია II, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ბ-ნ ზაზა ნანობაშვილის ტაძრისთვის წარდგენილი სახატე-ვიტრინის ესკიზი მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის მთავრობაში წარსადგენად.
ა/წ 17 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ილია II. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი (ლიპარტელიანი). ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა მის უწმიდესობას ხატის ვიტრინა-კიოტის ესკიზი წარუდგინა და თერმო ტემპერატურული რეჟიმის პროექტი გააცნო.

KARIBCHE

პროექტზე იმსჯელეს, დაისახა მოკლევადიანი გეგმა _ ხატის დაბრუნებისთვის ძირითადი საკითხების გათვალისწინებით. უწმიდესმა მოიწონა არსებული პროექტი, მიესალმა ამ დიდებულ საქმეს და მისცა ლოცვა-კურთხევა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ ზაზა ნანობაშვილს, პროექტის მთავრობაში წარსადგენად -"მივესალმები ანჩისხატის ტაძარში სახატე კიოტის ამ მნიშვნელოვან საქმეს და გაძლევთ ლოცვა-კურთხევას ამ კეთილი საქმის შესასრულებლად."

ბოლოს, პროექტთან დაკავშირებით, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს სიწმიდეთა დაცვის განყოფილების მიერ ოფიციალური წერილი დაიწერა: "მისმა უწმინდესობამ ილია II-მ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ნანობაშვილის მიერ ანჩისხატის ტაძრისთვის წარდგენილი სახატის-ვიტრინის ესკიზი მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის მთავრობაში განსახილველად. მის დაფინანსებას საინიციატივო ჯგუფი თავად უზრუნველყოფს."

KARIBCHE

საინიციატივო ჯგუფმა - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულმა სახატის ესკიზი, პროექტის მონახაზი და მიმდინარე მოვლენები საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრს ბ-ნ მიხეილ ბატიაშვილს შემდეგი წერილობითი სახით წარუდგინა და მოითხოვა სამუშაო შეხვედრა პროექტის წარსადგენად.

წერილი:
მოგეხსენებათ, რომ საინიციატივო ჯგუფი _ მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული, ათასობით ხელმომწერთან ერთად, კონკორდატისა და საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით, ხელისუფლებისაგან წლების მანძილზე ითხოვს - კომუნისტების პერიოდიდან მუზეუმში მყოფი მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატის, თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაუმახინჯებლად.
გვინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ ამ მოთხოვნის პასუხად მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ბოლო პერიოდის მიმოწერა, ადასტურებს ყველა მხარის მზაობას, ანჩისხატის ტაძარში სამუშაოების დროულად დაწყებაზე.

საპატრიარქოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე: "მთავრობისა და კულტურის სამინისტროს უწყებიდან გვაქვს თანხმობა ანჩისხატის ხატის ეკლესიისათვის დაბრუნების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ამ სიწმინდემ ბინა უნდა დაიდოს ანჩისხატში. პირველ ეტაპზე კი აუცილებელია, სტანდარტის გათვალისწინებით, სიგნალიზაციის დაყენება."  ხატის დაბრუნებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა - ტაძრის დაცვის სისტემა, მათ შორის სიგნალიზაცია, სახელმწიფო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა.
მეორე ეტაპისთვის, აუცილებელია ხატის ჩასაბრძანებელი კიოტის დამზადება, სათანადო თერმო-ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით, რომლის შესახებაც კულტურის სამინისტროდან - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გვაქვს რეკომენდაცია სახატის კიოტზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით: "ანჩისხატის ტაძარში ბოლო წლებში შესრულდა ძირითადი სამუშაოები. დარჩენილი სარეაბილიტაციო პროცესის თანმდევად, შესაძლებელია მომზადდეს ანჩისხატის შესაბამის ადგილას განთავსებისთვის საჭირო დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პროექტი."

ვაცნობიერებთ რა, თემის მნიშვნელობას და შესაბამის პასუხისმგებლობას, საინიციატივო ჯგუფი, შემომწირველებთან ერთად მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს - ხატის გადაბრძანების, ტაძარში შესაბამისი პირობების შექმნის, დაცვის უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში, ხარჯების ჩათვლით, რაზეც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისცა ლოცვა-კურთხევა:


KARIBCHE

"უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ბ-ნ ზაზა ნანობაშვილის მიერ წარდგენილი ანჩისხატის ტაძრის სახატე-ვიტრინის ესკიზი მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის თქვენთან (კულტურის სამინისტროში) განსახილველად. "

ამ უდიდესი სიწმიდის დროულად დაბრუნებისთვის (პროცესი რომ არ გაიწელოს) ვთვლით, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ხატის ჩასაბრძანებელი კიოტის პროექტის განხორციელება სათანადო თერმო-ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით.

საინიციატივო ჯგუფი აწარმოებს უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებას, ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი ვიტრინის და თერმო-ტემპერატურული რეჟიმის მაღალი სტანდარტის შესაქმნელად, პროექტის გაცნობისა და კეთილი ნების გამოხატვისთანავე, ჯგუფი მზად არის დაიწყოს მუშაობა მის განხორციელებაზე და პარალელურ რეჟიმში მიიღოს მონაწილეობა ანჩისხატის ტაძარში ვიტრინა-კიოტის განთავსებისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე.

ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეთა მრავალწლიანი გულისტკივილი კეთილად აღსრულდება.

ბეჭდვა
1კ1