თუშეთში მდებარე სოფელ ფარსმას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
თუშეთში მდებარე სოფელ ფარსმას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე სოფელ ფარსმას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ნასოფლარი ფარსმა მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე. სწორ ადგილზე. ნასოფლარი შედგება სხვადასხვა დანიშნულების დაახლ. 50 ნაგებობისგან, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი ძლიერაა სახეშეცვლილი. ნასოფლარს სამანქანო გზა არ ადგება. მასში მოხვედრა მხოლოდ ბილიკებითაა შესაძლებელი (სამანქანო გზიდან ნასოფლარამდე დაახლ. 1 კმ-ია). შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. მათ შორის ბევრი (დაახლ. 20) ნანგრევის სახითაა შემორჩენილი.
ნასოფლარში ერთი ეკლესია და ორი სალოცავია _ წმ. გიორგის ხატი და წმ. თევდორეს ხატი. ნასოფლარის დას. განაპირას, ჯგუფად მდგარი სამი ციხე-სახლია, მათთან ახლოს (აღმ-ით, ოცდაათიოდე მ-ზე) კი კოშკი. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ოთხივე ნაგებობა მეტად საყურადღებოა. მათ მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია აღმ. კედელი. შესასვლელი დას-იდანაა. კარი ბრტყლადაა გადახურული. სამხრ. და ჩრდ. კედლებში გაჭრილია თითო სწორკუთხოვანი სარკმელი.
კოშკი. დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდ.-დას-ით. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს.
1 ციხე-სახლები, მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, დას-ით. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს.
2 ციხე-სახლი, დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა თორღვაიძეებს.
3 ციხე-სახლი, დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ვ. სულაკაურს.
წმ. გიორგის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის აღმ-ით, გორაკის წვერზე. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს.
ხატს საზ.-საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ხატობა 29 ივლისს (ძვ. სტ.) იმართებოდა. კომპლექსში შედის ციხე-სახლი, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კოშკი (სასანთლე თუ სადროშე?) და გალავანი. ძეგლი ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.

KARIBCHE

წმ. თევდორეს ხატი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრ.-აღმ-ით. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს.
ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ამათგან ქააძეები ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, "ერთმანეთთან ახლომდებარე "სამიციხე-სახლი" ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს). თვითონ ამ შენობებს "გადაბმულსახლებს" უწოდებდნენ. გ. ბოჭორიძეს მოხსენიებული აქვს რამდენიმე ციხე–სასოფლო, ქააძეების, ცაზიკების, ჰაშიანების და ალუდას, მაგრამ არ აზუსტებს თუ რომელი სად მდებარეობს და ვის ეკუთვნის. ფარსმაში ქააძეების ციხეში იდგა ნაჭრელით შემკული კიდობანი, რომელშიც 120 კოდი ჩადიოდა, ის დაუშლიათ და გვარეულობას გაუყვია ფიცრებად, თითოს 2-3 ფიცარი შეხვედრია. ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1