ილია მეორე - არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს - ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება
ილია მეორე - არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს - ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება
ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძალა, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის ღირ­სი გავ­ხდეთ ჩვენ, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

უწ­მინ­დეს­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ამ დღის შე­სა­ხებ იქა­და­გა.

"გი­ლო­ცავთ ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს. სა­ხა­რე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ უფალ­მა წა­იყ­ვა­ნა პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე თა­ბო­რის მთა­ზე. მათ წი­ნა­შე სა­მო­სე­ლი ბრწყი­ნავ­და, რო­გორც მზე. და­ეშ­ვა ღრუ­ბე­ლი და ხმა იყო ზე­ცი­დან - ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი.

ეს არის დიდი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც მიგ­ვი­თი­თებს, რომ ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა ფერი უნდა იც­ვა­ლოს. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ერთ ად­გილ­ზე იყოს. ადა­მი­ა­ნი მუ­დამ მოძ­რა­ო­ბა­შია, ან მაღ­ლა მი­დის ან დაბ­ლა ეშ­ვე­ბა. შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა ძალა მოგ­ვცეს, რომ ვი­ა­როთ სრულ­ყო­ფის კი­ბე­ზე. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ბევ­რს აკე­თებ­დნენ იმის­თვის რომ სუ­ლი­ე­რე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დროს, როცა სი­კე­თე ხში­რად ით­რგუ­ნე­ბა და ბო­რო­ტე­ბა დგე­ბა წინა პლან­ზე. ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა აკურ­თხოს ერი მისი. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძალა, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის ღირ­სი გავ­ხდეთ ჩვენ", - მი­მარ­თა მრევლს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა.
ბეჭდვა
1კ1