ილია მეორე - მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას
ილია მეორე - მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქის თქმით, მთავარი რაც არის, ნარკოტიკების დაშვება გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას. "მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე" , - აღნიშნა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1