პატრიარქი ტყიბულის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
 პატრიარქი ტყიბულის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 16 ივლისს ტყიბულის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

"მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში ა.წ. 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალთასა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი (ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ (მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა", – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პრემიერიმინსტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბეჭდვა
1კ1