"ქრისტიანობა და სხვა რელიგიები" - მეტად საჭირო წიგნი რელიგიის ისტორიით დაინტერესებულთათვის
"ქრისტიანობა და სხვა რელიგიები" - მეტად საჭირო წიგნი რელიგიის ისტორიით დაინტერესებულთათვის
ჟურნალ კარიბჭესთან ერთად ივლისის განმავლობაში მკითხველი წიგნების სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" მორიგ, მე-5 წიგნს შეიძენს.
"ქრისტიანობა და სხვა რელიგიები" ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ტომია მოზრდთათვის განკუთვნილი ამ სერიისა. ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ მოზრდებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ზოგადად რელიგიის ისტორია, კაცობრიობის აზროვნებისა განითარების ისტორია აინტერესებს.
ღმერთთან დაკავშირებული ყველა საკითხი ნემისმიერ დროში, ნებისმიერ საზოგადოებაში იწვევდა ადამიანთა ცხოველ ინტერესს. გადის საუკუნეები და ეს ინტერესი არ ცხრება.

ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა საკითხი სკოლებში რელიგიური საკითხების შესწავლის აუცილებლობის შესახებ. შედგა შეხვედრა განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის და ითქვა, რომ საჭიროა შეიქმნას რელიგიის ისტორიის სახელმძღვანელო. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროექტის მორიგი წიგნი "ქრისტიანობა და სხვა რელიგიები" ყოფილიყო.

წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ქრისტიანობის იტორიას, მისი საფუძვლების მარტივ განმარტებებს, ხოლო წიგნის მეორე ნახევარში განხილულია სხვა რელიგიების და ფილოსოფიური სწავლებების საფუძვლები, მათი განვითარების ისტორია და დღევანდელობა.

არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ ღმერთის არსებობის და თავისი ურწმუნოებით ამაყობენ, ზოგჯერ კი რელიგიასა და რწმენაზე უსიამოვნოდ, ან მტრულადაც კი საუბრობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც რწმენისა და ურწმუნოების ზღვარზე იმყოფებიან. ნებისმიერ შემთხვევაში სრულიად ეჭვგარეშეა, სარწმუნოებასთან და რწმენასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მარტივად და ერთმნიშვნელოვნად გადასაწყვეტი. ისინი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ცხოვრების არსს, პიროვნების ყოველდღიურ ყოფას, აზროვნებას, წარსულსა და მომავალს. შესაბამისად, ამ საკითხების შესწავლა ფაქიზი და მეტად საპასუხისმგებლოა.

ამ საპასუხისმგებლო გზაზე კი გიმეგზურებთ წიგნი "ქრისტიანობა და სხვა რელიგიები". მას ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად მხოლოდ ივლისის თვეში კვლავ აქციის ფასში - 4 ლარად შეიძენთ.

ბეჭდვა
1კ1