1-8 ივლისს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები თემქის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული
 1-8 ივლისს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები თემქის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, ამა წლის 1-8 ივლისს, თემქის (IV მ/რ) წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, დაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება ღამისთევის სადღესასწაულო
წირვა-ლოცვა, რომელიც დაიწყება 22:00 საათზე, სტუმარ სამღვდელოებასა და სამრევლოებთან ერთად, ხოლო 18:00-საათზე კი ჩატარდება სავედრებელი პარაკლისები.
წმინდა ნაწილები ტაძარში მობრძანდება კვირას, 1 ივლისს 18:00 საათზე, რომელსაც შევეგებებით სამადლობელი პარაკლისით.
22:00 საათზე კი დაიწყება ღამისთევის საღვთო ლიტურგია და კვირის აღნიშნული მსახურებათა განრიგი.
გელოდებით საღვთო სიყვარულით...
პატივისცემით, ტაძრის სამღვდელოება...

ბეჭდვა
1კ1