წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებთან მიახლება 1 ივლისამდე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში შეგიძლიათ
წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებთან მიახლება 1 ივლისამდე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში შეგიძლიათ
ცნობილია, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდისთვის გაგზავნილი თხოვნის პასუხად, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ რამდენიმე თვით დარჩება. ამჟამად სიწმინდე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, რომელიც ალავერდის მონასტრიდან გადმოაბრძანეს.
25 ივნისს, დილის 8 საათზე, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება, სადაც გამობრძანებული იქნება წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები. აღნიშნულ ტაძარში სიწმინდე 1 ივლისამდე დარჩება. შემდეგ გადააბრძანებენ თემქის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში.
KARIBCHE
გთავაზობთ ივნისისა და ივლისის თვეში წმინდა ნაწილთა მოგზაურობის გარნრიგს:

24ივნ.-1ივლ. ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარი
1ივლ.-8ივლ. წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (თემქა)
12ივლ.-15ივლ. 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი (დიდი დიღომი)
15ივლ.-22ივლ. წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (მტკვრის მარცხენა სანაპირო)
22ივლ.-29ივლ. მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1