წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომაზე მიღებული ოქმი მალე გამოქვეყნდება. მანამდე კი ეპისკოპოსებისგან ცნობილი ხდება, რომ განიხილეს რამდენიმე საკითხი:
1. პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით სკუფიაზე.
2. სხდომამ მოისმინა უკრაინის ეკლესიის საკითხი, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სპეციალური კომისია შეისწავლის.
3. ასევე განიხილეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. კონკრეტულად რა ითქვა ამ თემაზე სინოდში - სხდომის ოქმიდან შევიტყობთ.
ოქმს გამოქვეყნებისთანავე განვათავსებთ ჩვენს საიტზე.
ბეჭდვა
1კ1