გთავაზობთ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ქადაგების ამონარიდს
გთავაზობთ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ქადაგების ამონარიდს
თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
-ზოგიერთები ამბობენ და ხსნიან, თუ როგორ შეიძლება მღვდელმთავრისგან ამის გაკეთება. ძალიან ბევრი მაგალითებია, თვით მოციქულებიც შეაჩვენებდნენ და წყევლიდნენ. ადამიანმა, შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი, მერე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა... მათ ავიწყდებათ, რომ ღვთისმშობლის შეურაცხყოფის გამო, როდესაც ჯალალედინმა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მეტეხის ხიდთან დააბრძანა ფეხით არ გათელეს და ასიათასობით ქართველი ეწამა. ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყნის შვილებმა როგორ შეიძლება ჩვენ ეს მოვითმინოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებაა ჩვენ რომ გადავრჩით. დღეს ჩვენ ქვეყანა რომ ვართ, ქართველები ვართ. წილისყრის შედეგად მას შეხვდა საქართველო. საქართველოში უნდა წამობრძანებულიყო. საოცარი ის არის, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული, რომელმაც მოუწოდა იესო ქრისტეს და გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი. სწორედ, იმ დიდ წმინდანს შეურაცხყოფს ვიღაც პიროვნება, არარაობა, არაფრის მაქნისი, ჩვენთვის პირადად, თორემ ვიღაცეებისთვის შეიძლება რაღაცას წაროადგენს. სწორედ ეს მოვლენები ააშკარავებს ვინ ვინ არის. ვინ, ვის ემსახურება. ადამიანების უმცირესობა რჩეულნი არიან და ემსახუებიან ღმერთს. ხოლო ვინც ეკლესიასთან არ არის თავისთავად ემსახურება ეშმაკს და არის ეშმაკის მსახური.


ბეჭდვა
1კ1