ქუთაისელი გმირები, რომელთაც ალმოდებული ბინიდან ბებია და შვილიშვილი გამოიყვანეს
ქუთაისელი გმირები, რომელთაც ალმოდებული ბინიდან ბებია და შვილიშვილი გამოიყვანეს
ამ ფოტოზე არიან რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი - სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები, 31 მაისის გმირები!!! ისინი მე-10 მეორე და მე-11 მესამე კლასის მოსწავლები არიან (დამრიგებელები ირმა ფაიქიძე, შორენა ხურციძე). მათ ალმოდებული მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს ამავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძე და პაატას ბებო , რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. კიდევ ერთელ მადლობა მათ, მათ მშობლებს და პედაგოგებს ასეთი ღირსეული მოქალაქეების აღზრდისთვის. ძვირფასო მეგობრებო გაცნობებთ რომ ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ და რობი კაპანაძისა და თემო რამიშვილის დამსახურებით ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.
ბეჭდვა
1კ1