პატრიარქთან მცხეთა-თბილისის სამღვდელოების შეხვედრაზე ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
პატრიარქთან მცხეთა-თბილისის სამღვდელოების შეხვედრაზე ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
დღეს, საპატრიარქოს რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილს შეხვდა. ამასთან დაკაშირებით ინფორმაციასა და შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას "ფეისბუქის" პირად გვერდზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრები უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება.

მისივე ცნობით, შეხვედრა შედგა ისეთი ფორმით, რომელიც სტაბილურად გაგრძელდება, სულ მცირე, თვეში ერთხელ.

დეკანოზის ინფორმაციით, მღვდლებმა უწმინდესს გაუზიარეს საკუთარი შეფასებები ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე. პატრიარქისაგან მოისმინეს მოსაზრებები და გადწყდა, რომ რიგ საკითხებზე სამუშაოდ ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც იქნება იმავდროულად ახლად წარმოშობილი აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხების შემკრებიც.
წყარო: დოგმა.გე
ბეჭდვა
1კ1