ვანის ქვაბების იღუმენი მათე (ვაშაყმაძე) რუსთავი 2 - ის გუშინდელ გადაცემას პასუხობს
ვანის ქვაბების იღუმენი მათე (ვაშაყმაძე) რუსთავი 2 - ის გუშინდელ გადაცემას პასუხობს
გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 -მა ვანის ქვაბებში სტუმრობისას მამა მათეს ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც უარი მიიღეს.
რეპორტაჟში გამოქვეყნებული მამა მათეს საუბარი ჟურნალისტის პირადი ფარული ჩანაწერიდან არის გაშვებული. მამა მათეს კამერასთან არ უსაბრია.
"მინდა გამოვეხმაურო რუსთავი 2 -ის გუშინდელ რეპორტაჟს..მაქვს რამდენიმე ვფიქრობ ობიექტური შენიშვნა..მონასტერი არ გახლავთ "გაუდაბურებული", აქ უკვე 7 წელია, აღევლინება წირვა-ლოცვა, გამართულად მოქმედებს მონასტრული ტიპიკონი,მონასტერს ჰყავს მრევლი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მის სხვადასხვა საჭიროებებზე.ისტორიული წარწერები რომელიც უმოწყალო ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა,დაზიანებულია საუკუნეთა განმავლობაში,განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის პერიოდში.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ზრუნავს ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, კეთდება შესაბამისი იმფასტრუქტურა, დაიგო ბეტონის არმირებული გზა,ამის არ დანახვა უბრალოთ უსამართლობაა,თუმცა გასაკეთებელი გაცილებით მეტია,საჭიროა ადგილზე არსებობდეს კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარებული გიდი,ან ძეგლის მცველი,რომელიც ასევე გააკონტროლებს მომსვლელთა ქცევას და მოქმედებას,რათა არ გაიზარდოს დაზიანების ხარისხი,იმედი მაქვს უმოკლეს პერიოდში ასეც მოხდება...
KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1