მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე): მე არ მეგულება ღირსეული მამულიშვილი, რომლის მშობელზეც მსგავსი ხასიათის გამოსვლა ყოფილიყო და მას შესაბამისი რეაგირება არ მოეხდინა
მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე): მე არ მეგულება ღირსეული მამულიშვილი, რომლის მშობელზეც მსგავსი ხასიათის გამოსვლა ყოფილიყო და მას შესაბამისი რეაგირება არ მოეხდინა
მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე):

მსურს გამოვეხმაურო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას პროვოკაციულ და ღვთისმგმობელ გამოსვლას. ძალიან სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება... მართლმადიდებლური გრძნობების მიზანმიმართული შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება გახდა აღნიშნული ტელეკომპანიის სამიზანე. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაცია.

ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ მოგეხსენებათ სიყვარული სიმართლის გარეშე არ არსებობს. როგორც წმინდა მამები ამბობენ: "შემცოდე, ყოველთა წინაშე ამხილე, რაითა სხვასაცა ეშინოდისცა." ბუნებრივია, ყველა ღირსეულ მამულიშვილს სამწუხარო რეალობასთან დაკავშირებით თავისი ჯანაღი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მე, როგორც სასულიერო პირს არ მაძლევს ჩემი სინდისი დუმილის საშუალებას. ბატონმა გიორგიმ გაცნობიერებულად იცოდა თუ რა რეაქცია მოყვებოდა მის გადაცემას ჩვენი საზოგადოების მხირდან.

მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ხელმძღვანელობას. დაუყოვნებლივ დაატოვებინონ დაკავებული ადგილი, რათა აღნიშნული ფაქტი არ გახდეს უდიდესი დაპირისპირების მიზეზი ხალხსა და ტელეკომპანიას შორის. ამავე დროს მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიცვან იმ მილიონობით ადამიანის უფლებები, რომლებიც უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და შესაბამისი რეგირება მოახდინონ.
მე არ მეგულება ღირსეული მამულიშვილი, რომლის მშობელზეც მსგავსი ხასიათის გამოსვლა ყოფილიყო და მას შესაბამისი რეაგირება არ მოეხდინა. წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს: "ვისაც არ უყვარსდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავ შეჩვენებული". თვითოეულ ჩვენთაგანს გვმართებს ყველანაირი ამქვეყნიური შიშის გარეშე ვაღიაროთ ჭეშმარიტება. უფალი ბრძანებს: "რომელმან მაღიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა ვაღიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა". ქრისტიანის ვალდებულაა, მუდამ იდგეს სიმართლის სადარაჯოზე.

პირველმოწამე სტეფანეს ცხოვრებიდან გავიხსენებ ერთ ამბავს: როდესაც სტეფანე წარსდგა ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინეს წინაშე, მან მიუგო: -ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ გათელავს იმ მონეტას, რომელზეც იმპერატორი არის გამოსუხული, ის სასჯელის ღირსია. ხოლო, ვინც ქრისტესა და მისი დედის ხატებს შეურაცხყოფს, განა ის ადამიანი არ არის სასჯელის ღირსი?

მუდამ უნდა გვხსოვდეს, რომ სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს. სულს კი ღმერთი... ინებოს ყოვლადსახიერმა უფალმა, რომ არასოდეს მოვწყვეტილიყავით ჩვენი სიცოცხლისა და ბედნიერების სათავეს.




ბეჭდვა
1კ1