უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი საქართველოში?
უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი საქართველოში?
ამ კითხვაზე დღეს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ისე ჩვენს საზოგადოებაში პასუხი განსხვავებულია.
კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსმა" წარადგინა განსახილველად წერია: "რელიგიური სიწმინდის, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსა ხურის და მორწმუნის სიძულვილის საჯარო გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით-ვადით ერთ წლამდე.

რელიგიური შენობების, ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება, ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით-ვადით ორ წლამდე.""
როგორია ამ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადება?

"ჩვენ, მხარს ვუჭერთ კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება"- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსტან".
ნიშანდობლივია , რომ მსგავსი კანონი მოქმედებს დასავლეთ ევროპის ბევრ, მაღალგანვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში.მაგალითად, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166- ე პარაგრაფით: "სარწმუნოების, რელიგიური საზოგადოების და იდეოლოგიური გაერთიანებების შეურაცხყოფა"ითვალისწინებს:

"(1) ნებისმიერი პირი, ვინც საჯაროდ, ან წერილობითი მასალის გავრცელებით შეურაცხყოფს სხვის რელიგიურ სარწმუნოებას ან მსოფლმხედველობას ისეთი სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, არაუმეტეს სამი წლის ვადით, ან ფულადი ჯარიმით.

(2) ანალოგიურად ისჯება პირი, ვინც საჯაროდ, ან წერილობითი მასალების გავრცელებით შეურაცხყოფს გერმანიაში მოქმედ ეკლესიას, სხვა რელიგიურ, ან იდეოლოგიურ ასოციაციას, ან მათ დაწესებულებებს, ინსტიტუტებს, ან ჩვეულებებს ისეთი მანერით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა."

მორწმუნეთა უფლებების დასაცავად, აუცილებელია მსგავსი კანონი, საქართველოშიც ამოქმედდეს.

ბეჭდვა
1კ1