17 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდება საყოველთაო ჯვრისწერები იმ წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ოჯახები და დღემდე ვერ მოახერხეს ჯვრისწერა
17 მაისს  მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდება საყოველთაო ჯვრისწერები იმ წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ოჯახები და დღემდე ვერ მოახერხეს ჯვრისწერა
საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების განცხადება:

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდება საყოველთაო ჯვრისწერები იმ წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ოჯახები და დღემდე ვერ მოახერხეს ჯვრისწერა. მეუღლეთა სახელობითი სიები ჯვრისწერების შემდეგ გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს და ყველას დალოცავს მისი უწმინდესობა.

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მსურველთა რიგები შეუდარებლად იზრდება. დაინტერესებულ წყვილებს გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის გასავლელად უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე : 595 59 88 58; 593 355 485; 599 256 250.
ვინც 17 მაისისთვის ვერ შეძლებს რეგისტრაციის გავლას, გაცნობებთ, რომ საყოველთაო ჯვისწერები წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და შემდეგ ეტაპზე შეგეძლებათ მონაწილეობის მიღება.


ბეჭდვა
1კ1