19 მაისს "გარეჯობა 2018"-ის სახალხო დღესასწაული გაიმართება
 19 მაისს "გარეჯობა 2018"-ის სახალხო დღესასწაული გაიმართება
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ერთობლივი ორგანიზებით, სოფელ უდაბნოსთან, კერძოდ - ჩიჩხატურის კოშკთან 19 მაისს, 12:00 საათიდან "გარეჯობა 2018-ის" სახალხო დღესასწაული გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა: ტრადიციული დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, საზეიმო კონცერტი.

როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესასწაულის დახურვის ღონისძიებაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს "საპატიო გარეჯელის" წოდება მიენიჭებათ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ბეჭდვა
1კ1