პატრიარქი გვთხოვს - ამაღლებას ერთად აღვნიშნოთ 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
პატრიარქი გვთხოვს - ამაღლებას ერთად აღვნიშნოთ 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
წლევანდელი 17 მაისი ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წმინდა სამების ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში მიწვეული იყვნენ თბილისის ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, რომელთაც დაევალათ, რომ 17 მაისს, თბილისის ყველა ტაძრის მღველმსახური, თავიანთ მრევლთან ერთად 12 საათისათვის შეიკრიბონ ვარდების რევოლუციის მოედანზე, რათა მასშტაბურად აღინიშნოს რამდენიმე წლის წინ პატრიარქის მიერ დაარსებული''ოჯახის სიწმინდის დღე''.

მანიფესტაციის მონაწილეები, რუსთაველის პროსპექტის გავლით, ქაშვეთის ეკლესიასთან დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგ კი მშვიდობიანი მარში გეზს აიღებს სამების ეკლესიისაკენ, სადაც მისი უწმინდესობა ილია მეორე დალოცავს ახლადშექმნილ ოჯახებს და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ სასულიერო და საერო პირებს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თხოვნაა, ამ ღონისძიებაში, რაც შეიძლება ბევრმა თბილისელმა მიიღოს მონაწილეობა, რათა ღირსეულად შევხვდეთ დროის ყოველ ახალ გამოწვევას.
ბეჭდვა
1კ1