მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი) მიმართვა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი) მიმართვა.
მინდა გამოვეხმაურო ქვემო ქართლში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, კერძოდ კომპანია ,,არემჯი გოლდის" საქმიანობას, რომელიც აპირებს მდინარე ქციის (ხრამი) ხეობაში ოქროს მოპოვებას ღია კარიერული წესით. დაგეგმილი სამუშაოების მაშტაბებიდან გამომდინარე ეკოლოგიური ზიანის წინაშე აღმოჩნდება ქვემო ქართლის რამოდენიმე რაიონი, (მათ შორის ჩვენი ეპარქია, მარნეულის რაიონი) რაც გამოიხატება სასმელი და სარწყავი წყლის დაბინძურებაში.ვინაიდან მარნეულის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ძირითადად ირწყვება მდინარე ხრამით,შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კვებით რაციონში აღმოჩნდეს მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილი საკვები პროდუქტები. ქვეყანა რომელიც მოკვდავი ერების სიაშია, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას,რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაშია და სახალემწიფოს არ გააჩნია დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და პოლიტიკა,უკიდურესად უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია მსგავსი პროექტების ხელაღებით განხორციელება.

აგრეთვე ძალიან სამწუხაროა ისტორიულ სოფელ ტანძიაში მცხოვრები ერთხელ უკვე ეკომიგრანტებად ქცეული ხალხის ინტერესების უგულვებელყოფა. არსებული პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის ჯამრთელობის დაზიანება,სოფლის იძულებით დაცლა.

P.S მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაერიოს არსებულ ვითარებაში და შეაჩეროს აღნიშნული პროექტი.
ბეჭდვა
1კ1