აფხაზეთიდან გადმოსვენებულ კიდევ 22 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 26 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ კიდევ 22 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 26 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული. ინფორმაციას "დევნილთა სამინისტრო" ავრცელებს.

ესენი არიან:
თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე,
მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში,
ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი,
გელა ფარქოსაძე – მებრძოლი,
გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი,
გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი,
კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი,
ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი,
ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე),
ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე),
სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო),
მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი),
დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი),
იმედა კოპალიანი – მებრძოლი,
დავით წურწუმია – მებრძოლი,
შოთა ჯღამაძე – ექიმი,
ნუგზარ მილორავა – მებრძოლი,
ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი),
გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე),
ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი,
მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე),
გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).

დღეს 22 ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება.

26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დიდება გმირებს!
ბეჭდვა
1კ1