სარფში ეკლესიის გვერდით კაზინო შენდება
სარფში ეკლესიის გვერდით კაზინო შენდება
სარფში ეკლესიის გვერდით კაზინო შენდება. სარფის მოსახლეობა აღშფოთებულია ამ ფაქტით და მოითხოვს ხელისუფლებისაგან, რომ არ დაუშვას ეს მშენებლობა: ეკლესია წმინდა ადგილია და არ შეიძლება უფლის სახლის გვერდით ცოდვის სახლის აგება - აღნიშნავს ტაძრის მრევლი.

ზოგადად, ბოლო დროს აჭარაში კაზინოების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ამით ხელისუფლება უცხოელების ინტერესებს ითვალისწინებს, მაგრამ არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.

მივმართავთ აჭარის ხელისუფლებას: ხელი აიღეთ ასეთ უღმერთო საქციელზე! დაუშვებელია ის, რასაც თქვენ აკეთებს! ვერანაირი გამდიდრებული ბიუჯეტი ვერ უშველის იმას, რასაც ამ უღმერთო საქციელით მიიღებთ! ნუთუ საკმარისი არ არის ამდენი გაუბედურებული ოჯახი, აზარტის ცოდვას დამონებული და დაღუპული უამრავი ადამიანი?

ანალოგიური მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მხოლოდ თბილისის სიონის გვერდით აგებული უზარმაზარი კაზინოც საკმარისია მაგალითად. მრევლი აპროტესტებდა თავის დროზე მის ამ ადგილას აშენებას, მაგრამ ცოდვით დაბნელებულ ადამიანებს ბოროტი ისე ავეშებს, აღარაფრის შესმენა არ შეუძლიათ.

გამოვფხიზლდეთ, მეგობრებო! რას ვაკეთებთ?! რისთვის ვაკეთებთ?! ნუთუ ამ გზით მოპოვებული ფული იქნება ჩვენი მაცხოვნებელი?
ბეჭდვა
1კ1