"ვალეში ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია"
"ვალეში ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია"
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ვალეში ხატებისა და წიგნების დაწვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული:

"ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.

არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.

მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.

საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უკვე არაერთი ფაქტია დაფიქსირებული სიწმინდეების შეურაცხყოფისა და ვალეს სალოცავში მომხდარიც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ვფიქრობთ, ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფამ მძიმე შედეგებამდე არ მიგვიყვანოს".
ბეჭდვა
1კ1