მეუფე შიო - ცოდვები და ვნებები იმდენად გათავისებური გვაქვს, რომ ჩვენი მეორე ბუნებასავით გახდა
მეუფე შიო - ცოდვები და ვნებები იმდენად გათავისებური გვაქვს, რომ ჩვენი მეორე ბუნებასავით გახდა
ჯვრის თაყვანისცემის წირვა პატრიარქის თანამოსაყდრემ ჯვართამაღლების ეკლესიაში აღავლინა. მეუფე შიომ ქადაგება ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის წინამძღვარ მამა თეოდორესთან ერთად აღავლინა. წირვის ბოლოს მეუფე შიომ ადამიანთა ცხოვრებისეულ სირთულეებზე იქადაგა და ხაზი გაუსვა სულიერი ცხოვრების აუცილებლობას. ქადაგების დასასრულს პატრიარქის თანამოსაყდრემ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მისიონერული კუთხით დამსახურება აღნიშნა. სტუმრობისას მეუფე შიო ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ საქმიანობებსაც გაეცნო, მათ შორის ახალგაზრდულ ჯგუფს, ხმის ჩამწერ სტუდიას და ათონის დარბაზს, სადაც ცნობილ საზოგადო პირებთან შეხვედრები სისტემატურად ტარდება.

"დღეს არის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემის კვირა და მინდა გადმოგცეთ მისი უწმინდდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა , დალოცვა და მოლოცვა. განსაკუთრებით მოხარული ვარ მე დღეს, რადგან ვარ თქვენს ტაძარში და ვმსახურობ თქვენთან ერთად წმინდა ლიტურგიაზე. მამა თეოდორე, მინდა დაგლოცოთ დიდი სიყვარულით, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ თქვენი ტაძარი გამოირჩევა ასეთი ღვაწლით და მსახურებით, რაც არის განსაკუთერბით მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ეკლესიისთვის. ეს არის მისიონერული ღვაწლი, დიდ შრომას ეწევით და ძალიან გვახარებს ეს ჩვენ. დღეს ჯვრის თაყვანისცემაა და წმინდა ეკლესია გვანუგეშებს ჩვენ ამ მარხვის შუა პერიოდში, რომ ჯვარის არის ჩვენი სარწმუნოების და გამრჯვების სიმბოლო. უფალი იესო ქრისტეს მიერ სიკვდილის და ცოდვის დამარცხების, ის ჩვენი მარადიოული ცხონების იარაღია. ქრისტესთვის არის ყველაფერი, მათ შორის ჩვენი მარხვაც. ყველა სფერო ადამიანის ცხოვრების უნდა იყოს ქრისტესთვის და მის სადიდებლად. არა არტო სატაძრო, არამედ პირადი ცხოვრებაც. ეს არის აზრი ქრისტიანული ცხოვრების. ყველას არ უნდა რომ ქრისტეს გაყვეს, ყველასთვის არ არის ეს. უფრო სწორად, ყველასთვის არის და ყველა არის მოწოდებული, მაგრამ რჩეულია ცოტა. ყველას არ უნდა ეს თორემ უფალი ყველას მოუწოდებს. ბევრ ადამიანს არ უნდა ღმერთის ნების შესრულება. არამედ უნდა ისე, როგორც თვითონ მოსწონთ, თვითონ როგორც ურჩევნიათ და წარმოუდგენიათ. უფალი კი ამბობს რომ თუ გინდა რომ შენ იყო ჩემი მოწაფე, უნდა უარყო საკუთარი თავი. ეს არ არის ყველაფრის უგულვებელყოფა რაც შენში არის და შენი პიროვნების, არამედ ეს არის უარყოფა ცოდვის. ცოდვები და ვნებები იმდენად გათავისებური გვაქვს, რომ ჩვენი მეორე ბუნებასავით გახდა. თავის უარყოფის პირველი ნაბიჯი კი მარხვაა, რედესაც მე მინდა რაიმე საჭმელი შევჭამო, მაგრამ თავს უარვყოფ და ვიკავებ ამისგან, არ ვაკეთებ ამას. თუ მე ვერ დავამარცხე ნაყროვანება , როგორღა დავამარცხებ უფრო რთულ ვნებეს, როგორიც არის ტყუილი, შური, ამპარტავნება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, სევდიანობა და ა.შ. ამას ვეღარ დავამარცხებთ შემდეგ და ამიტომ ამბობს უფალი რომ ეს დავამარცხოთ და უარვყოთ თავი.

უფალი ამბობს: აიღე ჯვარი შენი. ჯვარი არის ყველაფერი ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს. ადამიანებს სურთ, რომ კომფორტულად იყვნენ და კომფორტულად მოეწონ წუთისოფელში. თუმცა ქრისტიანული მიზანი არის სულ სხვ ა- რომ აიღო ცხოვრების ჯვარი და იცხოვროი ქრისტიანულად. ჯვარი არის ჩვენი ჯანმრთელობაც, სნეულებაც, გარეგნობაც, ჩვენი ნიჭებიც, ნაკლულოვანებაც, ჩვენი სახელწიფოში არსებული პრობლემები, ასევე ცხოვრებასა თუ პირად ცხოვრებაში, ოჯახში არსებული პრობლემები - მას უფალი გვიგზავნის ჩვენს განსაწმენდად და გადასარჩენად. თუ ადამიანი ამ ჯვარს იტვირთავს უდრტვინველად სიმდაბლით და მადლიერებით, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის ზეცაში ამყვან კიბედ გადაიქცევა. ხოლო თუ ვდრტვინავთ და ვმკრეხელობთ, მაშინ ჯოჯოხეთში არის ჩამყვანებელი, რადგან ვერ უძლებს ზოგჯერ ჯვარს ადამიანი და შემდეგ ტყდება და ვარდება.
ბეჭდვა
1კ1