ათენში მართლმადიდებლობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ათენში მართლმადიდებლობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში მართლმადიდებლობის მხარდასაჭერი და "ახალი რელიგიების" საწინააღმდეგო რამდენიმე ათასკაციანი აქცია გაიმართა, რომელშიც ბერძენი სასულიერო პირები, განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და მრავალშვილიანი ოჯახები მონაწილეობდნენ.

დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგები იყო: "არა ახალ რელიგიებს", "მართლმადიდებლური განათლება ყველა სკოლაში", "არა უღმერთობას" და ა.შ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საბერძნეთი, რელიგია, მართლმადიდებლობა", "მოაშორეთ ანტიქრისტიანული სახელმძღვანელოები სკოლებიდან".

დღევანდელი მსვლელობა ათენის უნივერსიტეტიდან ქვეყნის პარლამენტის შენობამდე მოეწყო. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

წყარო: დოგმა.გე
ბეჭდვა
1კ1