მაცხოვრის აღდგომის ტაძარი დაკეტილია - აღდგომამდე კი 40 დღე რჩება
მაცხოვრის აღდგომის ტაძარი დაკეტილია - აღდგომამდე კი 40 დღე რჩება
25 თებერვალს დაიკეტა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ძირითადი ქრისტიანული კონფესიების უწმინდესი ადგილია. დღემდე ტაძარს ერთობლივად განაგებენ მართლმადიდებლები, კათოლიკეები და სომეხი მონოფიზიტები. ამ ტაძარშია განლაგებული ქრისტეს საფლავი, საიდანაც მოხდა მაცხოვრის აღდგომა. ტაძრის ტერიტორიაზეა ასევე ჯვარცმის ადგილი - გოლგოთა. ამავე ტაძრიდან ხდება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა.

25 თებერვალს ქრისტიანულმა კონფესიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვით, ტაძარი იკეტება ქალაქ იერუსალიმის მუნიციპალიტეტის მიმართ პროტესტის ნიშნად.

იერუსალიმის მუნიციპალიტეტის ახალი რეგულაციებით, კომუნალური დავალიანების გამო ტაძარს დაედო ყადაღა და შესაძლოა, მოხდეს ტაძრის ექსპროპრიაცია. ქრისტიანულმა კონფესიების განცხადებაში ნათქვამია:

"ეს არის მცდელობა ქრისტიანული წარმომადგენლობის შესუსტებისა იერუსალიმში... სისტემატურმა კამპანიამ და ეკლესიის შეურაცხყოფამ მიაღწია პიკს, ამ დისკრიმინაციული და რასისტული კანონის ერთადერთი სამიზნეა იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოების ქონება და მისი მისაკუთრება".

ტაძართან გამოკრულია ბანერები წარწერებით: "საკმარისია! შეწყვიტეთ ეკლესიის დევნა!"
იერუსალიმის მერის ყოფილი მაოდგილე, რეიჩელ აზარია, რომელიც კანონპროექტის მიღების მომხრეა, აცხადებს, რომ მათ სურთ ეკლესიასთან მოლაპარაკება და საკითხის გადაწყვეტა.

იერსულამის მერია კომერციული შენობების მუნიციპალური გადასახადის სახით ქრისტიანულ კონფესიებს 650 მილიონი შეკელის გადახდას სთხოვს.

თუ ვერ შედგება მოლაპარაკება იერუსალიმის მუნიციპალიტეტსა და ქრისტიანულ კონფესიებს შორის, 2018 წელს მსოფლიოს ქრისტიანებს, სავარაუდოდ, ვერ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1