ექიმი - პატრიარქს სამწვერა ნერვის ანთების გამო პროცედურები უტარდება, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა
ექიმი - პატრიარქს სამწვერა ნერვის ანთების გამო პროცედურები უტარდება, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ფიზიო პროცედურების შედეგად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ სამებაში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

"უწმინდესს ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება და ოდნავ უკეთესობა შეინიშნება. ხვალ სამების ტაძარში საკვირაო მსახურებაზე ალბათ წაბრძანდება. ტუჩის კუნთის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა", – განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სრულ განკურნებას.

სახის სამწვერა ნერვის ანთება უწმინდესს გასულ კვირას დაუდგინდა.
ბეჭდვა
1კ1