ილია მეორე - დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი - კიბო
ილია მეორე - დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი - კიბო
დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე საუბრისას განაცხადა.

პატრიარქმა ამ სენისგან განასაკუთრებით ბავშვების განკურნება ისურვა. "სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინებლი სენი. ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისგან", - განაცხადა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1