ხვალ, სიონის ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული
ხვალ, სიონის ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული
ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა დედოფლის ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერში 6 თვით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსალოცად ჩააბრძანეს.
ბეჭდვა
1კ1