ილია მეორე - მე პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია... ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა გამოსწორდეს საერთაშორისო ძალების მიერ
 ილია მეორე - მე პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია... ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა გამოსწორდეს საერთაშორისო ძალების მიერ
მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ამ მხრივ ერთმანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შედეგად მოგვარდება.

"ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება", - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხვედრის შესახებ ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ავრცელებს.
ბეჭდვა
1კ1