დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე: ხატები და სიწმინდეები ეკლესიიდან გამოვიტანეთ და ევაკუაციისთვის ვემზადებით
დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე: ხატები და სიწმინდეები ეკლესიიდან გამოვიტანეთ და ევაკუაციისთვის ვემზადებით
ცოტა ხნის წინ ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 8,1 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კოდიაკიდან 278 კილომეტრში მდებარეობდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ცუნამის წარმოშობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა კუნძულ კოდიაკზე მცხოვრებ ქართველს, დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძეს.

მამა კონსტანტინეს თქმით, კუნძული პანიკამ მოიცვა.

- საკმაოდ ხანგრძლივი მიწიშქვეშა ბიძგები იყო. ოკეანე საშიშრად ბობოქრობს. საყვირით აფრთხილებენ მოსახლეობას. მოსახლეობა მთისკენ იხიზნება. ჩვენც, ჩვენი ეკლესიიდან, რომელიც სანაპიროსთან ახლოსაა ხატები და სიწმინდეები გამოვიტანეთ. პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო რაზმებია მობილიზებული. ამ წუთისთვის ქალაქში შედარებით სიმშვიდეა, _ გვითხრა მამა კონსტანტინემ.
ბეჭდვა
1კ1