"მეგზური სიკეთის სამყაროში" - საუკეთესო წიგნების კრებული ბავშვის აღსაზრდელად
"მეგზური სიკეთის სამყაროში" - საუკეთესო წიგნების კრებული ბავშვის აღსაზრდელად
თანამედროვე მშობლისა და შვილის ურთიერთობებზე საუბრისას, მუდმივად იჩენს თავს ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა გვიძნელდება. რატომ არიან მოზარდები აგრესიულები? როდის და რატომ ხდება მშობელსა და შვილს შორის გაუცხოება? რა არის საჭირო იმისათვის, რომ შვილი კარგად აღვზარდოთ? როგორ გავაგებინოთ ბავშვს რა არის ცუდი და რა კარგი? მსგავსი დილემის წინაშე თითუეული ჩვენგანი აღმოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე უამრავი რჩევის და გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია ერთმანეთისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ასაკიდან, რა სახის ინფორმაცია, ლიტერატურა მივაწოდოთ ბავშს და რა თემებზე გავუმახვილოთ ყურადღება, რადგან პატარა ასაკიდანვე მიღებული შთაბეჭდილებები, ცოდნა და განცდები დიდ წილად განსაზღვრას მოზარდის ქცევის ხასიათს მომავალში.

ჟურნალი "კარიბჭე" იწყებს ახალ პროექტს "მეგზური სიკეთის სამყაროში". ეს იქნება 15 ტომისგან შემდგარი წიგნების სერია, რომელიც მოგვიყვება სწორედ იმ წიგნების შესახებ, რომლებიც მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში მნიშველოვან როლს შეასრულებენ.

ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის განმარტებით წიგნების სერიის თითოეული ტომი ყოველთვიურად თებერვლიდან ჟურნალთან ერთად გაიყიდება.
"ჟურნალი "კარიბჭე" თებერვლიდან ყოველთვიური გამოცემა გახდება და წიგნების ახალი სერიის გამოცემას დაიწყებს. "მეგზური სიკეთის სამყაროში" ამ სახელწოდების სერიაში გამოცემული წიგნების მიზანია, ბავშვებს და მშობლებს მიაწოდოს დაწყებითი ინფორმაცია ქრისტიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუმცა წიგნები არ იქნება, მხოლოდ რელიგიური ხასიათის. მაგ. პირველი წიგნი, რომელი გამოვა არის "დედა ენა" ძველი ქართული დამწერლობის - ნუსხურისა და ასომთავრულის შესასწავლად.

აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის გამოცემით სრულდება პატრიარქის კურთხევა, რომელიც თხოვს ქართველ მორწმუნეებს გამოიჩინონ სიბეჯითე და შეისაწავლონ ძველი ქართული მწერლობა, რათა არ მოიშალოს ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის. რაც შეეხება მეორე წიგნს, ეს არის საბავშვო მოთხრობების კრებული. მესამე წიგნს კი ჰქვია "პირველი ნაბიჯი ქრისტიანობაში" და გვაწვდის დაწყებით ცნობებს ქრისტიანობაზე. ასევე სერიის ფარგლებში იგეგმება ბავშვების ენაზე, ცხოველებისა და ფრინველების, აგრეთვე მცენარეების შექმნის შესახებ ბასილი დიდის განმარტებებით შედგენილი წიგნის გამოშვება",- განმარტავს თამარ მამაცაშვილი.

"მეგზურის სიკეთის სამყაროში" 15 ტომით იქნება წარმოდგენილი, რომლის შეძენასაც ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს მკითხველი, ჟურნალთან ერთად ყიდვის შემთხვევაში კი აქციის პირობებით ისარგებლებს.
დაგვითანხმებით, რომ აღნიშნული წიგნები ნამდვილად დაგეხმარებათ ამოგზაუროთ თქვენი შვილები სიკეთის სამყაროში. ასევე გაუზიაროთ თქვენთვის საყვარელ და ახლობელ ადამიანებს ასეთი ძვირფასი შენაძენი და გაუკეთოთ მათ საჩუქარი ძალიან საინტერესო და სასარგებლო წიგნების სახით.
ბეჭდვა
1კ1