ათონზე, გრიგორიუსის მონასტერში, ქართველი მღვდელმონაზონი აკურთხეს
ათონზე, გრიგორიუსის მონასტერში, ქართველი მღვდელმონაზონი აკურთხეს
თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ ათონის მთაზე, გრიგორიუსის ბერძნულ მონასტერში ქართველი მღვდელმონაზონი აკურთეს. კურთხევის ცერემონია 14 იანვარს, გამთენიისას ჩატარდა. მღვდელმონაზვნად ბერი ილარიონი (კახა მეგრელიშვილი) ეკურთხა, რომელიც წმინდა მთაზე დაახლოებით 15 წელია მსახურობს.

ათონის მთაზე ბოლო ქართველი მღვდელმონაზონი, სიმონ ბაღდავაძე, 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1