გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკებს აზიანებდა
გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკებს აზიანებდა
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარ ტაძარში დამონტაჟებული გარე განათება მოხსნეს. აღნიშნული განათება გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში ფრესკასთან იყო დამონტაჟებული, რომელიც ფრესკას აზიანებდა.
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მათ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინეს. "მალევე მოხდა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება მოიხსნა", - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
ფრესკის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთმა ისტორიკოსმა გაავრცელა და ფოტოსურათიც განათავსა.
ბეჭდვა
1კ1