დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში მიაბრძანეს
დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში მიაბრძანეს
როგორც იცით, დიდმოწამე დედოფლის - ქეთევანის - წმინდა ნაწილები საქართველოს ეპარქიებში მოგზაურობს. პირველ ხანებში მრევლი დიდ ინტერესს იჩენდა ამ უდიდესი მოვლენისადმი, იყო რიგები სიწმინდესთან მისაახლებლად, ახლა კი, რატომღაც, სვეტიცხოველში, სადაც წმინდა ნაწილები მიაბრძანეს, სიხალვათეა. შესაძლოა ეს ინფორმაციის სიმწირის ბრალიცაა. ამიტომ კიდევ ერთხელ გატყობინებთ, რომ წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში ორშაბათამდე დარჩება. ორშაბათს გადააბრძანებენ სამთავროს მონასტერში, სამშაბათს, 16 იანვარს კი - ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის მონსტერში მიაბრძანებენ.


KARIBCHE KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1