არქიმანდრიტ საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ხუთშაბათს ქვაშვეთის ტაძრის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალავენ
არქიმანდრიტ საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ხუთშაბათს ქვაშვეთის ტაძრის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალავენ
დღეს არქიმანდრიტი საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ცხედარი ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს მთელი დღის განმავლობაში იხდიან.

ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე შობის დილას გარდაიცვალა. არქიმანდრიტმა საბამ (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) უფლის წიაღში სამუდამოდ გადაინაცვლა. ქვაშვეთის ეკლესიის მოძღვარი ბოლო წლებში უკურნებელ სენს ებრძოდა.

KARIBCHE

18 დეკემბერს, საბა განწმენდილის ხსენების დღეს მამა ღვთისო შალიკაშვილი უწმინდესის ლოცვა- კურთხევით, ბერად აღიკვეცა წმინდა საბას სახელით და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

მაშინ, როცა ის ეკლესიაში მივიდა, საქართველოში რამდენიმე მოქმედი ტაძრი იყო, მათ შორის არცერთი ეკლესია არ ფუნქციონირებდა დუშეთის რაიონში, სადაც მამა ღვთისო დაიბადა. როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლად მისი უწმინდესობა - ილია მეორე მობრძანდა, მამა ღვთისო პატრიარქის მორჩილი გახდა. დიაკვნად 1978 წელს ალავერდის ტაძარში აკურთხეს. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ეკლესიას აღარ ჰყავდა პროტოდიაკონი და მისმა უწმინდესობამ პროტოდიაკვნად დაადგინა. 11 წლის განმავლობაში თუკი სადმე წირავდა უწმინდესი, ყველგან მის გვერდით იყო. შემდეგ მღვდლადაც დაასხეს ხელი და 30 წელზე მეტ ხანს ატარა მღვდლის ანაფორა. ქვაშვეთის ტაძარში დაადგინეს, სადაც დასრულდა კიდეც მისი ცხოვრების გზა.

არქიმანდრიტ საბას (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი) ხუთშაბათს ქვაშვეთის ტაძრის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალავენ.

მარიამ ადამაშვილი
ბეჭდვა
1კ1