ქართველი მეფეები - ისტორია, რომელიც ძვირფასია!
ქართველი მეფეები - ისტორია, რომელიც ძვირფასია!
გამომცემლობა "პალიტრა L" იწყებს მორიგ უნიკალურ პროექტს - "ქართველი მეფეები", რომლის მსგავსი პროექტი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში ქართველ მკითხველს პირველად ექნება შესაძლებლობა ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე სრული წარმოდგენა შეექმნას. 28 ქართველ მეფეს წარმოგვიდგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს, მათ შორის როინ მეტრეველმა, გრანი ქავთარიამ, გიორგი პაიჭაძემ და ა.შ. "

"პალიტრა L"-ის ეს პროექტი მოგითხრობთ საქართველოს მეფეების მმართველობასა და ეპოქაზე. მკითხველი გაეცნობა ქართველი მეფეების თვალით დანახულ ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს,
-0:12
საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

სერიის პირველი ტომი მიეძღვნება თამარ მეფის საქართველოს და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იანვრის ბოლოდან სპეციალურ ფასად, 7 ლარად გაიყიდება.

რა მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა და კონკრეტულად რომელმა გადაწყვეტილებებმა ითამაშა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი თამარ მეფის მმართველობისას? ალბათ, მკითხველთა დიდ ნაწილს ახლა სწორედ პარლამენტის შექმნის იდეა გაახსენდება, როდესაც საქართველოს სამეფოში არისტოკრატებსა და მოქალაქეებს შორის შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის ტიპის ხელისუფლების განშტოების შექმნის იდეა. ეს იყო პირველი ქართული პარლამენტის ჩანასახი და უპრეცედენტო ინიციატივა მაშინდელ მსოფლიოში, რომელიც ორი პალატისაგან შემდგარი პარლამენტის შექმნას ითვალისწინებდა: დარბაზი - არისტოკრატებისა და გავლენიანი მოქალაქეების საკრებულო, რომელიც დროდადრო იკრიბებოდა და იღებდა ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, შესრულება კი ეკისრებოდა მეფეს; და მეორე - კარავი, ორგანო, რომელიც იმუშავებდა განუწყვეტლივ, დარბაზის მოწვევებს შორის.
ოპოზიციონერ ყუთლუ-არსლანის ამ იდეას სამეფო კარზე ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, მაგრამ საბოლოოდ არსებულ დაპირისპირებაში მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს - შედეგის მიუხედავად, თავად ფაქტი, რომ მეთორმეტე საუკუნის საქართველოში შექმნილიყო საკანონმდებლო ორგანო - კარავი, რომელიც უფლებრივად ბევრად მაღალი საფეხურისა იქნებოდა, ვიდრე თუნდაც ასი წლის შემდეგ ინგლისში ჩამოყალიბდა, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მაშინდელი ქართული სამეფოს განვითარების უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე მიანიშნებს.

KARIBCHE

აღსანიშნავია თამარ მეფის სახელმწიფოებრივი აზროვნება და დიპლომატიური მიდგომა. სწორედ თამარ მეფის დიპლომატიამ განაპირობა, რომ მაშინდელმა საქართველომ თავიდან აიცილა სამოქალაქო ომი, ჩაცხრა ყუთლუ-არსლანის მხარდამჭერების ამბოხი და ქვეყანაში მმართველობის ოქროს ხანა დაიწყო, თანაც იმ ფონზე, როდესაც პრეცედენტიც არ არსებობდა, რომ მეფე და სახელმწიფოს მმართველი ქალი გამხდარიყო.

გარდა კონკრეტული ფაქტისა, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ წიგნში გაეცნობით იმ პერიოდის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ბატალიებს, რა პირობებში უწევდა მეფე თამარს მმართველობა. დაინახავთ მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სწორედ თამარ მეფის გადმოსახედიდან, ამასთან, გაეცნობით, რამდენად განვითარებული იყო იმდროინდელ საქართველოში კულტურა და ხელოვნება და, რაც მთავარია, რამდენად მომზადებული იყო ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით.
წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და მასში უხვადაა აქამდე უცნობი თუ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ილუსტრაციებიც.

მაია ალუდაური, "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: - "განსაკუთრებული ნიუანსია წიგნში ნუსხური დამწერლობის გამოყენება. ამ გზით შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა ანბანის - ჩვენი ერის უდიდესი კულტურული მონაპოვრის მნიშვნელობისა და მისი ცოდნის აუცილებლობისთვის. იმედია, ჩვენი ახალი სერია ქვეყნის წარსულითა და, კერძოდ, ქართველ მეფეთა ისტორიით დაინტერესებული მკითხველის მოლოდინს გაამართლებს."
ბეჭდვა
1კ1