7 იანვარს ტრადიციული ალილო გაიმართება
7 იანვარს ტრადიციული ალილო გაიმართება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან ტრადიციული ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს.
ალილოს მონაწილეები გზად რამდენიმე ადგილას შეჩერდებიან, სადაც მათ მთავრობის წარმომადგენლები საჩუქრებს გადასცემენ.

გზადაგზა მოსახლეობა ასევე ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
"ალილოზე" შეგროვებული საახალწლო ნობათი ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.
ბეჭდვა
1კ1