ჩემი მონაზვნობის სურვილიც სწორედ თქვენი ჟურნალიდან წაკითხული სტატიების დამსახურებაა
ჩემი მონაზვნობის სურვილიც სწორედ თქვენი ჟურნალიდან წაკითხული სტატიების დამსახურებაა
"კარიბჭის" მთავარმა რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა საზოგადოებას "კარიბჭის" და კარიბჭელების გულისტკივილი გაგიზიარათ. გამცნოთ, რომ დროის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ ჟურნალი და მასში ასახული მიმდინარე მართლმადიდებლური თუ ქართველობისთვის ღირებული მასალები მავანთათვის არამოდური გახდა, ჟურნალის ტირაჟმა იკლო, ამიტომაც საჭიროდ მიიჩნიეს ჟურნალის გაზრდილი პერიოდულობით გამოცემა. თუ 14 წლის განმავლობაში მკითხველს თვეში ორჯერ ვაწვდიდით ჩვენს ნაშრომ-ნაამაგარს. ამიერიდან თვეში ერთხელ, ისიც შემცირებული გვერდების რაოდენობით გამოვა თქვენ წინაშე.

"კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე არ წყდება მკითხველთა თანადგომა. მადლობა ყველას თითოეული სანუგეშო სიტყვისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მკითხველის კომენტარს.

ნატალია კაპანაძე: მე ქედს ვიხრი ჟურნალ "კარიბჭის" თითოეული ჟურნალისტის წინაშე, რადგანაც თქვენი სტატიები უამრავი ადამიანის სულიერების ამაღლების წყაროა. ის, რასაც თქვენი ჟურნალით ეცნობა ქართველი მკითხველი, ქართველი მართლმადიდებელი ვერსად, ვერც ტელევიზიით და ვერც კომპიუტერით ვერ გაეცნობა... ეს არის უდიდესი საქმე, რასაც თქვენ ეწევით....გული მწდება რომ ხალხი არამცთუ ჟურნალის კითხვა,ს არამედ უკვე ეკელსიასაც ნელ-ნელა შორდება! მე პირადად უდიდეს მადლობას გიცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერონის" დამფუძნებელი ქ. ათენიდან, ქ. თამარ თქვენ და ჟურნალი "კარიბჭის" ჟურნალსტებს! უფალმა დაგლოცოთ და გაგაგძლიეროთ! ბენიერ შობა ახალ-წელს დაესწარით! თქვენი თითოეული სტატია - ეს არის ისტორიის ფურცელი! მე და არა მარტო მე ვაფასებ თქვენს შრომას სამშობლოს წინაშე! თქვენი შრომა ეს არის სწორედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და ნამდვილი პატრიოტიზმი! მიყვარხართ!

სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე): ძალიან ვწუხვარ და მწყინს რადგან მახსოვს ჩემთვის კარიბჭე რას ნიშნავდა, ასე 14-15 წლის როცა ვიყავი გულისფანცქალით ველოდი ყოველ ნომერს როდის გამოვიდოდა და გადავფურცლავდი და გულწრფელად რომ გითხრათ, მონაზვნობის სურვილიც სწორედ თქვენი ჟურნალიდან წაკითხული სტატიების დამსახურებაა მე სხვა ლიტერატურაზე მაშინ ხელი არ მიმიწვდებოდა. ვეცნობოდი სტატიებს ასეთი რუბრიკა გქონდათ "ერისკაცობიდან მღვდლობამდე" - ისე მიხაროდა როცა ამ რუბრიკას ვეცნობოდი, მაინტერესებდა რა გზა განვლეს მონასტრამდე, თუ როგორ შეიძლებოდა იქ მოვხვედრილიყავი. მე დღემდე ვიხსენებ ამას და თქვენი უღრმესი მადლობელი ვარ - თვითოეული თქვენგანის, უფალმა ინებოს ისევ მოუბრუნდეს ხალხი წიგნს, ჟურნალს. გისურვებთ კიდევ მრავალი წელი გეღვაწოთ ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ.

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა დიმიტი ვეკუა: უფალმა ძალა მისცეს თქვენს სარედაქციო ჯგუფს, რათა ემსახუროთ იმ საქმეს, რომელსაც ასე შემართებითა და მადლიანად აღასრულებთ. დამდეგ შობას გილოცავთ!

"კარიბჭის" მკითხველი, თეოლოგიის მაგისტრი, ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ლორთქიფანიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, სამწუხაროდ იყო ის პერიოდები, როცა რუსი არაქართველი ეგზარქოსები განაგებდნენ ივერიის ეკლესიას, მაშინ ახერხებდა ქართველი ერის მოამაგენი გამოეცათ საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, "მწყემსი", "სასულიერო მახარებელი" და სხვა. შემდეგ კვლავ ჩაგვრისა და დევნის ხანა, ანტირელიგიური კამპანია, როცა ეკლესიები ინგრეოდა და ვინ იფიქრებდა საეკლესიო ჟურნალზე.
უნდა ავღინიშნოს, რომ ათეისტური ხანის შედეგებს ახლაც ვიმკით. კიდევ არის დალექილი მსგავსი აზროვნება მცირე ნაწილში. 2004 წელი არც ისე შორია, თუმცა არ იყო განებივრებული ჩვენი მრევლი საეკლესიო თემატიკის პრესით. არსებობს წერილი, რომელიც 1988 წელს საქართველო კათალიკოს-პატრიარქმა ილიამ, გაუგზავნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს. წერილის ბოლოს უწმიდესი წერს: სიხარული მოუტანეთ ჩვენს ხალხს, ამიტომაც უღრმეს მადლობას გწირავთ და გლოცავთ, მადლობას გწირავთ ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" გამოცემის გაზრდის გამო."
აი, ასეთი დროც იყო... ქაღალდი "კარიბჭე" (ჟურნალი) გადხა ხიდი, რომელმაც ადამიანები ქვის (ეკლესიის) კარიბჭემდე მიიყვანა. პირადად მე ბევრი რამ მისწავლია, აღნიშნული ჟურნალიდან. მოუთმენლად ველოდი და ველი ახალი ნომრის გამოსვლას. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რუბიკა არსებობს და მრავალმფეროვანი საკითხებია მოცემული. საკითხები, რომლითაც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - მართლმორწმუნე ქართველი ერი. "კარიბჭის" მეშვეობით გაცოცხლდა მივიწყებული ისტორიები. ვინც იცის, რაოდენ შრომას მოითხოვს ერთი ღირებული სტატიის გაკეთება, უდაოდ დააფასებს თქვენს მრავალწლიან შრომას.
შევთხოვთ უფალს, ჟურნალმა "კარიბჭემ" შეასრულოს ის მისია, რომელიც მას დაეკისრა. იმათ კი შევახსენებდი: ვინც არ გიდგათ გვერდში, ხელს მაინც ნუ შეგიშლიან.
ღმერთი არ დაივიწყებს თქვენს შრომას, უძილო ღამეებსა და სიყვარულს, მშობელი ერისა და ეკლესიისადმი.

დარეჯან შენგელია: თამარ! თქვენ ხართ მამაცი, მებრძოლი ქალბატონი, გვარიც ხელს გიწყობთ! არაფერს არ შეუშინდეთ! ყველაფერში გამოსავალს იპოვით, ნამდვილად კარგად ბრძანა უწმინდესმა ყველა მდგომარეობიდან შეიძლება გამოსავალის პოვნა, მთავარია ადამიანი ჯანმრთელად იყოს, ამიტომ თუ ეხლა ცოტათი ჟურნალს გაუჭირდა არ დანებდეთ აუცილებლდ იპოვით გამოსავალს და ნაპირზე გახვალთ! მე პირადად მთელ კოლექტივს უაღრესად დიდ მადლობას გიძღვნით, იმ უანგარო შრომისათვის რასაც თქვენ და თქვენი კოლექტივი ქართველი მკითხველისთვის აკეთებთ! გისურვებთ დამდეგი შობა-ახალი წელი ყოფილიყოს ჟურნალის მთელი კოლექტივისთვის იმედის, სიკეთის და სიხარულის მომტანი, უფლის წყალობით ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება! წარმატებები და ბევრი მკითხველი, მე მჯერა რომ ასე იქნება!

მარისია დარჩია: გაგაძლიეროთ უფალმა ქ-ნო თამარ! აგერ უკვე მე-5 წელი დაიწყება, რაც თქვენი ჟურნალის ხელმომწერი ვარ. მოუთმენლად გელით ხუთშაბათობით! მე იმედს არ ვკარგავ! ამბობენ: ,,იმედი საქმის ნახევარიაო''! გისურვებთ წარმატებებს.

დარეჯან ცარციძე: მართლაც დიდ საქმეს ემსახურებით, ამ ჟურნალმა პირადად ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. წარმატებები...

გალაქტიონ მეორე:
გაგაძლიეროთ უფალმა მეამაყებით და მეიმედებით, არ დანებთეთ თუ არა თქვენ, აბა სხვა ვინ მიაწვდის უფლის სიტყვას სულიერად დასუსტებულ ქართველობას.

გიული ჩქარეული: ძალიან მიყვარხართ. მადლობა რომ არსებობთ. მადლობა რომ მომეცით საშუალება თქვენი ჟურნალიდან მოვფერებოდი ჩვენს უწმინდესს. წარმატებები.

მონაზონი იოანე (მამუკა) ცუხიშვილი: ძალიან გვიყვარხართ. ღმერთმა შეგაძლებინოთ სიტყვების ომში გამარჯვება და პირველობა.. ყველაფერი იქნება კარგად. მიგულეთ თქვენს გვერდით.

ელიზაბეტ მაზანაშვილი: თქვენი წყალობით ბევრი ადამიანი გადარჩა. მადლობა თქვენ. გაიხარეთ და უფალის წყალობა თქვენთან.

ლევან ქართველი:
ღმერთმა გაგაძლიეროთ კარიბჭელებო...ქრისტეს ლაშქარის წევრებო...ღვთის სიტყვის მატარებელნო...ღმერთი მოწყალეა...ყველაფერი კარგად იქნება...ქრისტესმიერი სიყვარულით გვიყ-ვარ-ხართ ბუდექართველნო...,,გმირი ის არის, ვინც დროის მოთხოვნის სიმაღლეზე აღმოჩნდება, აუცილებელს, უმთვრესს-უმრავლესთა საწადელს,უანგაროდ,თავდადებულად მოიმოქმედებს და მიზანსაც მიაღწევს...''
ნუნუკა გრძელიშვილი: ყველა კარიბჭელი მიყვარს. როგორ უჩუმრად აკეთებთ მარტო ჟურნალს არა, ამ რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვი სასიკეთო საქმეს, გულს გვითბობთ, სიყვარულით გვავსებთ,გვაახლოებთ უფალთან.მადლობა თქვენ,ერთი რიგითი მკითხველისგან, შეგეწიოთ ყველა სალოცავი.




ბეჭდვა
1კ1