ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სადაც დასჭირდება ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, იქ დავიხარჯებით, იქ დავუდგებით მცველად სამშობლოს
ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სადაც დასჭირდება ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, იქ დავიხარჯებით, იქ დავუდგებით მცველად სამშობლოს
თებრვლიდან ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ გამოვა.
შეფიქრიანებულები და დადარდიანებულები დადიან კარიბჭელები...

არავინ იცის, რის ფასად უჯდებათ თითოეული სტატიის მკითხველამდე იმგვარად მიტანა, რომ კაცს თვალზე ცრემლი მოადგეს, გულში სითბო ჩაეღვაროს, უფლის მანუგეშებელი მარჯვენის ძალა იგრძნოს, დაცემული წამოდგეს, ღვთის გზაზე მავალი კი კიდევ უფრო გაძლიერდეს სულიერად. ღვთის სიტყვა თავად უნდა იგრძნო, საკუთარ გულში გაატარო და მერე შეძლებ მის მიტანას სხვების გულებამდე.

აი, ეს ადამიანები - კარიბჭელები - 14 წელია, ემსახურებიან ამ კეთილ საქმეს, მაგრამ დღეს უკვე ცვლილებების დრო დადგა. გვესმის, რომ მარადიული არაფერია, მაგრამ პატარა ეპოქა, რომელიც ამ სიფრიფანა ჟურნალმა შექმნა, ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ყველა ცვლილება, მასთან დაკავშირებული, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია.

სწორედ ასეთ დროს ნამდვილი ნუგეში იყო ჩვენთვის პატრიარქთან შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვეფერეთ, ჟურნალის მისადმი მიძღვნილი საიუბილეო ნომერი ვაჩუქეთ. ბევრი თბილი სიტყვა გვითხრა. ჩვენს პრობლემებზე ვუთხარით. უნდა ვეძებოთ გამოსავალიო - ერთად ვიფიქროთო, ჩიხი არ არსებობს, ყველა მდგომარეობას აქვს რაღაც გამოსავალი, რომელსაც უნდა მიაგნოვო - გვითხრა. ამ დროში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ჟურნალის არსებობაო. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენიო - პატრიარქმა ბრძანა ეს სიტყვები... და ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, რომელთათვისაც სამშობლოსა და ეკლესიის ერთგულება არის ცხოვრების აზრი და შინაარსი, ავივსეთ ნუგეშით, მადლითა და წყალობით.

დამშვიდობებისას გაგვაჩერა, დამელოდეთო, ცოტა ხანს გავიდა და მალე უკან დაბრუნებულმა საშობაო საჩუქრად რედაქციას თანხაც აჩუქა. ხელებს გვიწვავდა ის თეთრი კონვერტი - პატრიარქის მიერ პირადად გადმოცემული. ცრემლებს ვერ ვიკავებდით ვერცერთი.

მეფე რომ მათე ბიჭს მადლობას ეტყვის ერთგულებისთვის ბრძოლის მერე, აი იმ მათე ბიჭებივით გულსავსენი წამოვედით საპატრიარქოდან. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და სადაც დასჭირდება ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, იქ დავიხარჯებით, იქ დავუდგებით მცველად სამშობლოს.

ღმერთო, შეგვეწიე და შეგვაძლებინე! დაგვილოცე ჩვენი ტკბილი პატრიარქი! ამინ!

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1