შემინდეთ, ჩემო პატრიარქო! მორიდების გამო, ვერ გითხარით რომ მამა ბასილი ჩემი შვილი იყო
შემინდეთ, ჩემო პატრიარქო!  მორიდების გამო, ვერ გითხარით რომ მამა ბასილი ჩემი შვილი იყო
2016 წლის 2 სექტეტემბერს უბედურმა შემთხვევამ წამართვა შვილი - მამა ბასილ გოგილაშვილი....

შვილი დავმარხე...არავის ვუნახივარ ცრემლებით ატირებული... და დღეს ცხარე ცრემლებით ვტირი, ვუსმენ რა თქვენი პატრიარქობის დიდი გზის ღვაწლმოსილებას, ჩემო, დიახ, ჩემო პატრიარქო !

ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ დარჩა უთქმელი, გარდა იმისა, რაც დღეს მოვისმინეთ!

ჩემო პატრიარქო! საოცარი განცდა დამეუფლა: შემთხვევითი როდია, ,,თქვენი 40-წლიანი საქართველო" და ჩემი შვილის - მამა ბასილის 40 წლიანი სიცოცხლე!

დიახ, აკი, ღირსეულადაც დააფასეთ მისი ,,თავგანწირული სულისკვეთება'' და მას მიუჩინეთ სამუდამო განსასვენებელი თაბორის მთაზე - მის საოცნებო, ,,საუფლო მიწაზე''...

ჩემო პატრიარქო!

თქვენს აღსაყრდრებას, 1977 წლის25 დეკემბერს ესწრებოდა ჩემი ,,კომუნისტი" მეუღლე და იმავე ღამეს, შუაღამისას, წავედით ალავერდის დიდ ტაძარში და საქართველოსთვის დავანთეთ 100 წმინდა სანთელი. მაშინ გიორგი წლინახევრის იყო.

ჩემო პატრიარქო! შემინდეთ, გთხოვთ:

1. შემინდეთ, 2015 წლის 14 მაისს, საღამოს ლოცვის შემდეგ, მორიდების გამო, ვერ გითხარით რომ მამა ბასილი ჩემი შვილი იყო.

2. შემინდეთ, მიუხედევად ბევრი მცდელობისა, დღემდე ვერ შევძელი ჩემი საგოდებლის ,,ბალადა შვილზე'' - ნაწარმოების სათანადო დონეზე ჩაწერა და თქვენთვის გადმოცემა, რომელიც 5-ჯერ შემასრულებინეთ თქვენს რეზიდენციაში და მას უწოდეთ ,,მუსიკალური საღამო'', რომლის შემდეგაც დაინტერესდით ჩემი ვინაობით, ,,საგოდებლით'', ჩემი ლექსებით და მოგვეცით კურთხევა, მგალობლებთან ერთად გვეგალობა...იქ დამსწრე საზოგადოებას არ ავიწყდება ის საღამო...

3..შემინდეთ,რადგან დღემდე ვერ მოვაღწიე თქვენამდე- მადლობის სათქმელად, ჩემი ჯანმრთელობის გამო....დღეს გიხდით მადლობას ჩემი უბედურობის დროს გაწეული თანადგომისათვის, რომელიც ჩემი შვილის დიდ დაფასებას ნიშნავდა... და დღეს გწერთ ღია ბარათს...ვცდილობ მოვაწესრიგო ,,ლექსების რვეული''-ც და მოგართვათ, დატოვება რომ მთხოვეთ და ვერ დავტოვე ულამაზო კალიგრაფიის გამო......

და...ისევ ,,ჩემო და მხოლოდ ჩემო'' პატრიარქო! ასე იმიტომ მოგმართავთ, რომ თქვენ საქართველოს ყველა ადამიანის გულის კუთვნილება ბრძანდებით და მხოლოდ თქვენ მიმიხვდით ჩემს ფიქრებს , თუ რატომ მქონდა გადაწყვეტილი ჩემი ,,საგოდებელი'' მიმეძღვნა შინმოუსვლელი შვილების დედათათვის...ვფიქრობ, უფალი შემაძლებინებს მის განხორციელებას....

გილოცავთ ამ ღისშესანიშნავ საიუბელიო 40 წლის თარიღს და გიძღვნით დიდ მადლობას ჩემი ოჯახის სახელით და გისურვებთ შემართებულ ხანგრძლივ სიცოცხლეს - საქართველოს მართლმადიდებლური რელიგიის განმტკიცების გზაზე!

პატივისცემით-მამა ბასილ გოგილაშვილის დედა- მარიამ გოგილაშვილი

25.12.2017.
ბეჭდვა
1კ1