მეუფე გიორგის პასუხი მსოფლიო პატრიარქს
მეუფე გიორგის პასუხი მსოფლიო პატრიარქს
რამდენიმე დღის წინ იმედის არხზე გავიდა სიუჟეტი - ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან.
ნახეთ ეს სიუჟეტი:










მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ მსოფლიო პატრირქს თავის ქადაგებაში უპასუხა. ქადაგების ფრაგმენტს ეპარქიის ოფიცილური გვერდი აქვეყნებს:

პასუხი მის ყოვლად უწმინდესობას კონსტანტინეპოლის მთავარ ეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს
ამონარიდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ქადაგებიდან
19.12.2017.

მინდა გამოვეხმაურო ყოვლად უწმინდესის კოსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ექსკლუზიურ ინტერვიუს,სადაც ის შეეხო საქართველოს ეკლესიას,რაც შეეხება აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენ საეკლესიო საზღვრებს მან სწორი პოზიცია დააფიქსირა (დაამოწმა), რომ რუსეთის ეკლესია არ უნდა ლახავდეს სხვის საეკლესიო საზღვრებს, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

მაგრამ ასევე მისგან გაისმა ბრალდება საქართველოს ეკლესიის მიმართ და ბრალი დასდო მართლმადიდებლობის უპატივცემულობაში, რადგან ჩვენ არ მივიღეთ კრეტის კრებაში მონაწილება, მინდა ვთქვა რომ საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციულობა საყოველთაოდ ცნობილია ამ კრებასთან მიმართებაში. ჩვენი ეკლესია იღებდა მონაწილეობას წინა მოსამზადებელ კრებებში, მაგრამ როდესაც დოკუმენტებში გამოიკვეთა უაღრესად მცდარი ფორმულირებები ეკლესიოლოგიური ტერმინებისა და ასევე სხვა ხარვეზები, მაშინ საქართველოს ეკლესიამ გაუგზავნა თავისი მოსაზრებები და შენიშვნები, რაც კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიერ იქნა უგულვებელყოფილი და იგნორირებული.

მე, როგორც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, ვიტყვი რომ პირიქით, კრებაზე ამ დოკუმენტებით გამგზავრება და ხელის მოწერა, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკიდურესი უპატივცემულობა მართლმადიდებლობისა, იმ საეკლესიო კრებების თუ ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემების უგულებელყოფა. კიდევ გავკადნიერდები და მის ყოვლადუწმინდესობას ღრმად პატივცემულ ბართლომეოსს ღირსი მამის - გიორგი მთაწმინდელის სიტყვებით მივმართავდი ,,მას შემდეგ,რაც ვცანით ერთი ღმერთი, მისთვის აღარასოდეს გვიღალატია და არც არასოდეს გადახრილა მწვალებლობისაკენ ჩვეენი ერი.

" წმინდაო მეუფეო, თქვენ რომ ესოდენ უმეცრად მიგვიჩნევთ ჩვენ, ქართველებს, თქვენი თავი კი ბრძნად და მძიმედ წარმოგიდგენიათ, უნდა იცოდეთ, რომ იყო დრო, როცა მთელ საბერძნეთში ვერსად იპოვებოდა მართლმადიდებლობა, რის გამოც იონე გუთელი ეპისკოპოსი, მცხეთაში იკურთხა ეპისკოპოსად. ასე რომ ვმადლობთ უფალს რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო არის და იქნება უბიწოდ და შეურყვნელად, დამცველი წმინდა მართლმადიდებლური სწავლებისა. ბოლოს შევუერთდები ჩვენს წინაპართა ხმას - რუის-ურბნისის კრებაზე გაჟღერებულს - სადაც ერთხმად ითქვა ,,არა გეცრუვნეთ შენ სიწმინდით, მშობელო ჩვენო, კათოლიკე სამოციულო ეკლესიაო, და არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო''...
ბეჭდვა
1კ1