ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია
ბევრი უარყოფითი ემოციის შემდეგ სასიხარულო ამბავი გვინდა გაცნობოთ.

ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა.

KARIBCHE

ლაშას ამ დიდ წარმატებას ულოცავენ:

ჩოხოსანთა თავკაცი ზვიად სეხნიაშვილი:

პატრიარქის ჩოხოსანი, პლანეტის ყველაზე ძლიერი ვაჟკაცი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია - თანაც ორი მსოფლიო რეკორდით!!!
ჩოხოსანთა მხედრობა ულოცავს ძვირფას მეგობარს და მამულიშვილს, საქართველოს და დედამიწის გამორჩეულ ძალოსანს ბრწყინვალე გამარჯვებას და ქედს უხრის იმ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისთვის, რომელიც მან ქართველ ერს წუხელ აჩუქა !!!
ვულოცავთ ძალოსნობის ფედერაციის თავკაცებს და ლაშას მწვრთნელს, ასევე პატრიარქის ჩოხოსნებს - კახი კახიაშვილს, გიორგი ასანიძეს და ნოდარ სირბილაშვილს !!!

მამა იოანე (მამაუკა ცუხიშვილი):
ჩემო მიწაწყლისშვილო, ჩემო მამულიშვილო და მსოფლიოში ყველაზე ძლიერო, სიტყვები ზედმეტია იმ ცრემლიანი ემოციის გადმოსაცემად, რომელსაც განვიცდი.. ეს სიხარულის ცრემლებია.. შენს ასაკში (მირჩევნია უბრალო სიტყვებით მოგმართო) მიღწეული წარმატებებით მსოფლიოს ნებისმიერი ერი და ქვეყანა იამაყებს და ჩვენს მეტად მცირერიცხოვან ხალხს შენი გამარჯვებებით არაერთხელ მიანიჭე უდიდესი ბედნიერება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთის რჩეული ხარ.. გაუმარჯოს შენს გზას, შენს არჩევანს და შენს ხვალინდელ დღეს. გისურვებ, დალოცვილი და დღეგრძელი ყოფილიყავი. ჩვენს სოფელს 15 საუკუნოვანი ისტორია აქვს და შენი გამარჯვებებით მისი წარსულის მატიანე კიდევ ერთხელ გააცოცხლე. ძალიან მიყვარხარ და მეიმედები აუწონავი ოქროების მფლობელო, თვითონ ოქრო ადამიანო....


ბეჭდვა
1კ1