თუ დედის დასჯის სურვილი ამოქმედებს ვინმეს, ტყუილად გაირჯებით, ეს უკვე ჩემმა შვილმა გააკეთა
თუ დედის დასჯის სურვილი ამოქმედებს ვინმეს, ტყუილად გაირჯებით, ეს უკვე ჩემმა შვილმა გააკეთა
ინტერნეტში ვრცელდება მკვლელობაში ბრალდებულის დედის წერილი:

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულის დედის წერილი საზოგადოებას…
,,რთულია და დაუჯერებელი გერქვას მკვლელის დედა. ალბათ ხალხს ეს მისდა დამოუკიდებელი მოვლენა ჰგონია, რომ არასდროს შეემთხვევა. თითქოს ირეალური ან საერთოდ არ არსებული დედაც ვგონივარ. აღმოთქვამენ: ,,რა დედამ გაზარდაო "(სამართლიანად). იტყვიან: ,,ჩემი შვილი ისე რუდუნებით მყავს აღზრდილი, აბა გაზრდილი კი არა მკვლელებად და რეციდივისტებად რო ზრდიან".

შეცდომა აღზრდაში დავუშვი, სოციალური სიდუხჭირის გამო, მარტო ვზრდიდი დილით გასული ლუკმაპურისთვის გვიან ვბრუნდებოდი, ისე გვიან რომ ზოგჯერ დაძინებულიც მხვდებოდა. უკვე როცა აღარ მხვდებოდა დაძინებული ,,დიდი ბიჭი" იყო და დედისგან დირექტივებს აღარ იღებდა.

იტყვით როგორ ვერ შეამჩნიეთ ძალადობისკენ მიდრეკილებაო? როდის შემემჩნია? როგორც დაიწერა გარდაცვლილ ბავშვებზე ,,დილით დედამ სკოლაში მიიყვანა, საღამოს კი მკვდარი მოუსვენესო". მე კიდე, დილით არასდროს არ მიმიყვანია 9 წლის შემდგომ ბავშვი სკოლაში. არა-არა- ვერ! (მიწერა მინდოდა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსთქო,მაგრამ ნამეტანი გროტესკულია). აღზრდის და განათლების პრობლემაზე ვსაუბრობთ, ასევე ნულოვანი ტოლერანტობის იდეაც გაჟღერდა. მაგრამ ისევ არასწორი მიდგომაა, თავისთავად პრობლემაა დაწყებითი განათლების სისტემაში მსგავსი ვანდალური ფაქტი, მაგრამ ვინ ჩადის ამას? ისევ ამ სისტემის ბენეფიციარი,15-17 წლის ბიჭები.

როგორც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ორი ბიჭის ფატალური სიკვდილის ტრაგედია, როგორც მოცემულობა- საზოგადოებისთვის, ასეთივე მნიშვნელობისაა საზოგადოებაში ნასაზრდოები ამ მოქმედების შემსრულებლის არსებობა. კიდევ მინდა ყურადღება გავამახვილო ,,რაზბორკის" წევრთა იდენტურ ასაკთან. რთულია იყო დედა, როცა კვირაში ერთხელ ნახულობდი შვილს და განსაკუთრებით რთული იქნება ახლა, როცა უფრო დიდი დრო დამჭირდება ამისთვის,(ვაცნობიერებ რა სამსახურს რომ თავი დავანებო უარეს უკიდურესობაში აღმოვჩნდებით) მონატრების ინტერვალი გაიზრდება და წინაღობად რკინის ,,კლეტკები" დაემატება.

საზოგადოებას – სანამ საბოლოო ვერდიქტებს გამოიტანდეთ (ხშირად,სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე მეტად დასჯადი) , სიტუაციიდან დისტანცირება მოვახდინოთ მოცემულობის. უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგევარ(თ), არ მინდა სამართლებრივ სივრცში გადავიტანო ეს წერილი, თუმცა კი გასააზრებელია, რომ მხოლოდ ბულინგის მსხვერპლები თუ მოახდენენ ამ ბრუტალური აქტის ჩადენას, ამდენი ჭრილობის მიყენებას - განაწყენებულ ექსტაზში მყოფი ადამიანი, შეურაცხადი, აფექტურ მდგოამრეობაში …

თუ დედის დასჯის სურვილი ამოქმედებს ვინმეს, ტყუილად გაირჯებით, ეს უკვე ჩემმა შვილმა გააკეთა. ხოლო სოლიდარობის გამოცხადების სურვილის მქონე იმ უმცირესობას მადლობა ემპათიურობისთვის და ვცადოთ,რომ პრობლემის დისტანცირება მოვახდინოთ,როგორც საერთო პრობლემისა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნუ ვიქნებით ისეთ აფექტურ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ ისეთი ბრუტალური გადაწყვეტილებები მიიღება,როგორიც ზემოთ ვახსენე. ოიდიპოსურ სინდრომის მოძულეთა და სკეპტიკოსებისთვის - ჰო ჩემ შვილს, მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ბილწსიტყვაობა სჩვეოდა, ბევრეჯერ ,,მიგინებდა". ისევე, როგორც სხვა მრავალი საკუთარ დედებს. ბოლოს გვახსოვდეს, ჩვენი ინდივიდუალურ ვერდიქტებსაც, თუნდაც მიმართული- სოციალური პარადიგმის შეცვლისკენ და სასამართლოს ნებისმიერი ინსტანციის განაჩენს. მაინც ერთი ერთი ვინმე განსჯის ზემოთ".
ბეჭდვა
1კ1