მეცნიერებმა ქრისტეს საფლავის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს
მეცნიერებმა ქრისტეს საფლავის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს
მეცნიერებმა ქრისტეს საფლავის ასაკი ოპტიკური დათარიღების საფუძველზე დაადგინეს. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაირკვეს, ბოლოჯერ როდის იყო მინერალი სინათლეზე. საფლავის კვლევისას მეცნიერებმა იმ კირქვაში შემავალი კვარცი გამოიკვლიეს, რომლისგანაც საფლავის დასასვენებელი იყო დამზადებული. ოპტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ საფლავის ფილა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 345 წელს არის დამზადებული. ეს პერიოდი ემთხვევა რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის მმართველობის დასასრულს.
ქრისტეს საფლავი სწორედ კონსტანტინეს დედამ - ელენე დედოფალმა დააფუძნა ამ სახით.

სამეცნიერო კვლევისათვის ქრისტეს საფლავი 2016 წელს გაიხსნა - პირველად ბოლო 500 წლის განმავლობაში. 



ბეჭდვა
1კ1