პატრიარქი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მივიდა
პატრიარქი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მივიდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მივიდა. ილია მეორე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. ასევე სასტუმროსთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ამ დროისთვის საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი. დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.

ნახეთ ვიდეო

ბეჭდვა
1კ1