"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული
"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.
როგორც დაღუპულთა ახლობლებმა განაცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

11-ვე დაღუპული მამაკაცია, მათგან 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

"8 მამაკაცი ლიფტში იპოვეს. სამედიცინო პერსონალისგან ვიცით, რომ დამწვრობა არ ჰქონდა არც ერთ მათგანს, მაგრამ კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ვიცით, ხანძრის გამო ელექტროენერგია გათიშეს სასტუმროში, ლიფტი გაიჭედა და ვეღარ გამოვიდნენ. 3 დაღუპული კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან. დაღუპულები არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე...


"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

იხილეთ: რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.

ბეჭდვა
1კ1